პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიება ცოტა ხნის წინ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „ბიოლის“ ტერიტორიაზე გაიმართა.
ქართულ ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს “წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.
“ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”, – თქვა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.