“ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე ₾ 71 მლნ დახარჯა – TI

“ქართული ოცნების” მთავრობამ 2024 წელს მივლინებებზე 71 მილიონი ლარი დახარჯა. – ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე მხარჯავი სამეული:

  • იუსტიციის სამინისტრო – 17.1 მილიონი ლარი;
  • თავდაცვის სამინისტრო – 9 მილიონი ლარი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 7.7 მილიონი ლარი.