“ყველას გვესმის, რომ თეორიულად ანგარიშის მიზანია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არსებული პროგრესის შეფასება.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისა და პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ, პროგრესზე საუბარი ძალიან ძნელია.

საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან, ყველა შესაძლო გზით:  შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანადგურებს ღირებულებებს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლობა და აქტიურად უტევს ევროკავშირს მტრული რიტორიკითა და დეზინფორმაციით. პარალელურად, ათასობით ქართველი აგრძელებს ყოველ დღე ქუჩებში გამოსვლებს და იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის, მათ შორის ზამთრის პერიოდშიც.

მოხსენება, რომელსაც მე დღეს წარვადგენ დამოკიდებულია ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუციაზე. მისი ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას, რომელმაც პიკს 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით მიაღწია. ჩვენ უარს ვაცხადებთ თვითდანიშნული “ოცნების” მთავრობის აღიარებაზე. ვგმობთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიზანმიმართულ ძალადობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.“

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა