“ქართული ოცნების” ოფისთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ამ წუთებში, ”ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სამოქალაქო აქტივისტებს, სტიკერების გაკვრა სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს.