“ოცნების” ოფისთან – პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა

“ქართული ოცნების” ოფისთან, პოლიციამ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებული არიან  ნიკა ნარსია, კახა კეკვესკირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი – სავარაუდოდ, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.

“დაკავება ჩვეულებრივი პროტესტის გაოხატვას მოჰყვა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება აგონიაშია, ჩვენი მეგობრები გადაყვანილი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში და ჩვენ ვაპირებთ იქ მისვლას, მათი გათავისუფლების მოთხოვნით”, – თქვა ერთერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.