“ოცნების” ოფისთან საზმაუს ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე დააკავეს

მმართველი გუნდის ოფისთან გამართულ აქციაზე, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისს კვერცხები და “სისხლიანი ბუშტები” ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ქართული ოცნების” ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. დაკავებულია 12 აქტივისტი.

ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მო**ან – აბსანძე შსს-ს