“ოცნების” პარლამენტმა “გახარია – საქართველოსთვის” 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

“ოცნების” პარლამენტმა, გიორგი გახარიას პარტიის – “საქართველოსთვის” 12 წევრის დეპუტატის ადგილმონაცვლე პარლამენტის წევრების უფლებამოსილება ცნო.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე – ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე – ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე – რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე – მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე – შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე – სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე – გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე – ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე – თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე – სოფიო ხორგუანი.

შეგახსენებთ, რომ მათ უფლებამოსილება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, რიგგარეშე სხდომაზე, სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.

ამასთანავე, გუშინ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატების არ გამოყენებას შეცდომა უწოდა და არ გამორიცხა, რომ მისი პარტია პარლამენტში დაბრუნდეს.