ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
“მიხელ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე ის, როგორც წარმატებული ფეხბურთელი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის დინამოს, ვლადიკავკაზის ალანიას, მანჩესტერ სითის, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე…
ის, თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და 4 შვილის მამა”, – თქვა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევნები “ოცნებამ” 14 დეკემბერს დანიშნა, ინაუგურაცია კი არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს.
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი, 5 წლის ვადით აირჩევს.