“ოცნების” ყოფილი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. მასთან ერთად პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ გოჩა სვანიძე და ბაჩო ხურციძე. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა აიღო, გოჩა სვანიძემ 10 ხმა, ხოლო ხურციძემ – 0.

“გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის, მხარი დაგვიჭირა თუ არ დაგვიჭირა, აქ არის ერთიანობა, თუ არ შევინარჩუნეთ ერთიანობა ქართული რაგბი დაზარალდება, არავისთან დაპირისპირება არ გვქონია, არჩევნებს ახლავს დაძაბულობა, რაც ქართული რაგბისთვის უკეთესია იქით წავალთ” , – თქვა ირაკლი აბუსერიძემ.

ბაჩო ხურციძე აპირებს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რადგან არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.