“ოცნების” შემომწირველის კომპანიამ 86 მლნ-ის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სანამ კომპანიის მფლობელი, ლუხუმ ქართლოსიშვილი ოცნების შემომწირველი გახდებოდა, კომპანია “ერ ტე დეს” მხოლოდ ერთი ელექტრონული შესყიდვა ჰქონდა მოგებული, შემოწირვის შემდეგ კი 74 მათგანში გაიმარჯვა და 2016 წლიდან 2021 წლამდე 85 443 683 ლარის ტენდერები მოიგო.

“კომპანიის დამაარსებელი ლაშა ქართლოსიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, საიდანაც კომპანიას 4 490 913 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს და თან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობს.

მოგებული 75 შესყიდვიდან 14 შემთხვევაში კომპანიამ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა და 11 306 383 ლარის ღირებულების ტენდერები მიიღო, ხოლო უკონკურენტო გარემოში 13 შემთხვევაში 4 146 444 ლარი მიიღო.

პანდემიის პირობებში შპს “ერ ტე დეს” 15 ელექტრონულ შესყიდვაში 16 887 736 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს”,– აცხადებს ორგანიზაცია.