ტელეკომპანია “ფორმულამ” მმართველი გუნდის შიდა კვლევის უახლესი შედეგები მოიპოვა, რომლის მიხედვით, ”ქართული ოცნება” არჩევნებზე 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს. კვლევის შედეგები ფორმულას წყარომ მიაწოდა. შიდა კვლევა მისივე ნდობით აღჭურვილი კომპანიის მიერ არის ჩატარებული.
კითხვაზე: ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – ქართულ ოცნებას ალოკაციის გარეშე, ამომრჩეველთა მხოლოდ 21 პროცენტი ასახელებს; ალოკაციით კი 35. ამავე კვლევით, საზოგადოების 40 პროცენტს კი გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას.
პარტიაში გაზომეს მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგიც. კალაძესა და თალაკვაძეს შორის გამოკითხულთა სიმპათია მოქმედი მერისკენ გადაიხარა. კვლევების ჩატარებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს.