ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პარტია ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებების და კომპანიების შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) ინფორმაციას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ ოცნების წევრები ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აფუძნებენ.
“მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის გამო საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის ზღვარზეა, თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი წევრები და თანამდებობის პირები სწორედ ევროპაში ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ ევროკავშირის მოქალაქეობას საკუთარი შვილებისთვის.
ეს ფაქტი მარტივად ჩანს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ მოიძია 18 პირის შესახებ ინფორმაცია (ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები, თანამდებობის პირები და პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენები) ვინც ფლობს კომპანიებს ან უძრავ ქონებას ევროკავშირის ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესპანეთი, დანია, სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, კვიპროსი”. – წერს TI.
ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, 20-მდე უცხოური კომპანია, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში.
თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.
უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:
- 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
- 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.
კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.
კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.
ქართული ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.
2024 წლის 28 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (ComCom) თავმჯდომარემ,
კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.
ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ ჯაოშვილის მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს:
1. 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა.
2. 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა.
3. 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:
- 770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
- 110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის (ყოფილი) გიორგი ქაჯაიას გერმანელ მეუღელს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, TV იმედის მფლობელი
ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:
- ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
- ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
- ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
- რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.
საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში
ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით სს ზეტორ ბრნო.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს:
- 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა.
- 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა.
ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo.
ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში S.R.O Almitrans (U Zvonařky 2536/1d).
საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ფლობს 106 კვ.მ ფართობის ბინას სლოვაკეთში, ბრატისლავა, გაიოვას 17, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, მან 2008 წელს 278 000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლე სლოვაკეთის მოქალაქეა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილის (ყოფილი) რომეო მიქაუტაძის საკუთრებაშია 120 კვ.მ ფართობის ბინა ესპანეთში, მადრიდი, ბარბიერის ქუჩა 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა.
დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნათელა მენაბდის საკუთრებაშია 154 კვ.მ ფართობის ბინა დანიაში, ჰელერუპი, გენტოფტე, ბრიგერტორვეტი 2, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2005 წელს 4 260 000 დანიურ კრონად (დღევანდელი კურსით 670,000 აშშ დოლარი) შეიძინა.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე 87 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს უნგრეთში, ბუდაპეშტი, სოფიას 25-ში, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.
გიორგი შარვაშიძის შვილი უნგრეთშია დაბადებული.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გაიოზ ქაჯაიას საკუთრებაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საბერძნეთში, სალონიკი, ხარიტონომუ 6.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარის, მაგდანა ყურაშვილის საკუთრებაშია 130 კვ.მ ფართობის ბინა კვიპროსში, ლიმასოლი, კანიკა, კენედის 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2007 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.