“სააკაშვილის მორიგი წინასაარჩევნო განცხადება, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ივანიშვილის და ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა და საერთო ოპოზიციური ფრონტისთვის გამარჯვებაში ხელის შეშლაა.

ამ გამარჯვების მისაღწევად “ლელო” აგრძელებს კოორდინირებულ მუშაობას არჩევნებში მონაწილე ნამდვილ ოპოზიციურ ძალებთან.

2 ოქტომბერს ოცნება დამთავრდება და დაიწყება საქმის კეთება”

წერს “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნოდ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.