“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა.
ვულოცავ ამ დღეს სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, მის გუნდს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს! ისინი ყოველდღიურად ემსახურებიან ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფენ ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მაღალი სტანდარტით!
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვლადებული ორგანო საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელიც თითოეული ჩვენგანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ემსახურება.
ასევე, აღსანიშნავია ამ სამსახურის წარმატებული საქმიანობა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორების მხრიდან”
წერს ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი Facebook-ზე. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წელი გავიდა.