“რაც შეეხება თვითმფრინავის გაგზავნის საკითხს, მე არ ვიცი აქ დეტალები, არ ვარ გარკვეული, ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა და პრეროგატივა, ბუნებრივია, ასეთ საკითხებში ჩართულია უშუალოდ მთავრობა.

ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ, თუ აქ საუბარია იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება”

ამბობს ირაკლი კობახიძე. ცნობისთვის, მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელშეშლისთვის და სანქციებთან დაკავშირებით “ამორალური პოზიციის გამო” ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია.