ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის გამოცემა პარტიების ნაკისრი ვალდებულებაა და ის არ არის დამოკიდებული მელიას მიერ გირაოს გადახდა/არგადახდაზე.
“წერტილი რომ დაესვას 19-21 ივნისის ამნისტიაზე სპეკულირებას – შარლ მიშელის დოკუმენტით ამნისტიის გამოცემა პარტიების უფლება კი არა, ნაკისრი ვალდებულებაა! ყველა ხელმომწერი პარტია შეუერთდა სტრატეგიული პარტნიორების სულისკვეთებას და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რათა გადაიშალოს 20-21 ივნისის მძიმე ფურცელი და გადაიტვიროს პოლიტიკური სიტუაცია!
შესაბამისად, ამნისტია ნიკანორ მელიას მიერ გიარაოს გადახდა/არგადახდაზე არ არის დამოკიდებული! ეს შეთანხმება და ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ამიტომ, ჩვენ სრულად დავიცავთ ევროპულ შეთანხმებას!”,- წერს ოხანაშვილი Facebook-ზე.