უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლით ოპოზიციამ დაადასტურა, რომ არჩევნების შედეგებს აღიარებს.
მისი განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებში პოლიტიკოსები არ შედიან და ფრაქციებს არ ქმნიან.
“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას სუბიექტური, ვიწროპარტიული ინტერესები ჰქონდა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნები, მათ მოუწიათ ამის გაკეთება მაშინ, როცა შემოვიდნენ პარლამენტში, როცა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და ეს დასტურდება დღევანდელი გადაწყვეტილებით, როცა კონკრეტულმა ჯგუფმა შექმნა ფრაქცია. გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. დღეს პრაქტიკულად, ირიბად, მაგრამ მთლიანობაში რეალურად ფრაქციის შექმნით, აღიარებული იქნა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ოხანაშვილმა.