ანრი ოხანაშვილი ეხმიანება ოცნების დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და პარტიის დატოვება არ გამორიცხა.
მისი განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა ანრი ოხანაშვილისთვის.
“ჩემთვის მოულოდნელი იყო ასეთი ტიპის განცხადება. დაველოდოთ, ვერ გეტყვით. მე მგონია, რომ ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს და რა თქმა უნდა, არის სრული რესურსი ერთმანეთთან კოორდინაციის და პოზიციების გაცვლის. დავილაპარაკებთ გუნდში. ალბათ ამ დღეებში დავილაპარაკებთ, თუ მას ექნება სურვილი”,- თქვა ოხანაშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
კახი კახიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია უნდა გამოფხიზლდეს და მეტი საქმე გააკეთოს, ვიდრე ხალხი მივა და “ყველას იფრენს”.
მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებით, ის არა ლიდერი, არამედ რიგითი დეპუტატია.
კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნება დატოვოს, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში სხვა პარტიაში არ გადაინაცვლებს.