თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშველი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მძიმე სასჯელი ელის.
“მეტი დეჟავუ აღარ არსებობს. ყველა ფრაგმენტი, სიტყვა, ODIHR-ის დასკვნაც კი სიტყვასიტყვისად წარსულში მაბრუნებს. ოხ რა მძიმე იქნება სასჯელი ბატონი ივანიშვილისთვის. თან მიშასგან განსხვავებით სადმე ვინმეს გამოადგება და შეაფარებს თავს თუ?”,– წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და თვლის, რომ ის გაყალბებულია. ეუთო ოდირის დამკვირვებლებმა დღეს განაცხადეს, რომ არჩევნებზე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილი იყო, თუმცა საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.