”ოჯახის თვალწინ, სპეცრაზმმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანა” – განაცხადა ამის შესახებ, დღეს 17 ოქტომბრის დილას დაკავებული მიხეილ თოლორაიას ადვოკატმა, ბორის ყურუამ
“მიხეილ თოლორაია მოვინახულე. მას სპეცრაზმი სახლში შეუვარდა და განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით დააკავეს, როცა მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ოჯახის წევრების თვალწინ, იარაღიანმა ადამიანებმა სახლიდან გაკოჭილი წაიყვანეს. ჯერ მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა, სტანდარტულად, როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, ალბათ, მასაც ბრალად სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას წარუდგენენ”. – თქვა ყურუამ.
17 ოქტომბერს, გამთენიისას აქციების კიდევ 9 მონაწილე დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრის აქციას ეხება.








