გაზეთ პრაიმ–ტაიმის ინფორმაციით 49 წლის ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრები უარს ამბობენ მისი ცხედრის დამარხვაზე. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ის სახელმწიფომ უნდა დაკრძალოს.
„როგრც ვიცით, მორგში ასვენია. ამ კორპუსში მისი გადმოსვენება რანაირად წარმოგიდგენიათ? ოჯახს სურვილიც არ გამოუთქვამს. ხალხი ლაპარაკობს, დედაც კი ამბობს, სადაც გინდათ, იქ გადააგდეთო, ნახევარძმამ უარი თქვა ცხედრის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო მიხედავს ალბათ. ჩვენ ახლა ეს ბიჭები უნდა გავასვენოთ ღირსეულად, სამოქალაქო პანაშვიდი მოვაწყოთ და დაჭრილებზე ვიზრუნოთ. საავადმყოფოში, გიორგიმ თვალი გაახილა და იქ ცალკე ვგულშემატკივრობთ. ბევრი დარდი გვაქვს და სულ არ გვაინტერესებს, იმ კაცს სად დაკრძალავენ”,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი საგარეჯოელი.
ჯერჯერობით უცნობია, ყოფილი სამხედროს ცხედრის დაკრძალვაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სახელმწიფო უწყებები, ან რა ფორმით ჩაერთვება საქმეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია.
19 იანვრის ღამეს, ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან ცეცხლი გახსნა, 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა.შემთხვევის ადგილზე, სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზაციის შემდეგ, თავდამსხმელმა, თავი მოიკლა.
ერთ-ერთ ვერსიით, ათუაშვილს, ხუთიდან ერთ გარდაცვლილთან, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, კონფლიქტი ჰქონდა.
წყარო: პრაიმ–ტაიმი