“ფონდ იავნანას” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
კითხვაზე, “არის თუ არა შანსი, რომ პაატა ბურჭულაძე ისევ პოლიტიკაში ვიხილოთ”, ის პასუხობს:
“ვერ ვიტყვი, რომ არ არის შანსი. ყველანი უნდა ჩავერთოთ პოლიტიკაში, რომ ეს მავნებლები აქედან გავისტუმროთ. ისინი უბრალოდ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას. უკვე დანგრეულია, ფაქტობრივად.
თუ საჭირო იქნება და ჩავთვლი, რომ მე ვარ საჭირო იმისთვის, რომ ესენი მოვაშოროთ, აუცილებლად ჩავერთვები. დღესდღეობით ძალიან კარგად უვლის მათ [ხელისუფლებას], კარგ დღეში ჰყავთ ისინი, ფაქტობრივად, მიყენებული ჰყავთ კედელთან”,– თქვა ბურჭულაძემ ტვ პირველის ეთერში.