პაატა იმნაძე ეკლესიას მადლობას უხდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე  ქართულ ეკლეისას რჩევების გათვალისიწნებისთვის მადლობა გადაუხადა.

“აღდგომა არაფერ შუაში არაა, აპრილი იყო ის თვე, როცა საქართველოში მატებისკენ მიდიოდა და კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკი ადამიანებისათვის, ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქართულ ეკლეისას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და ყველა წესის დაცვით მაქსიმალურად ჩაატარა ეს დღესასწაულები. ამიტომ დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი, ნაკლებია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში, ეს იქნება მიტინგზე”, – თქვა პაატა იმნაძემ.