მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა პოდმოსკოვიეს ქალაქ ორეხოვო–ზუევოში საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით ხუთსართულიანი სახლის მესამე სართულზე გაზის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა სადარბაზო – მეხუთედან მესამე სართულამდე.ნანგრევებიდან ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია მინიმუმ ექვსი ადამიანი. მეზობელი სადარბაზოების მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის მიზეზებს რეგიონული პროკურატურა იძიებს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ იზოლაციის რეჟიმის გამო საბედნიეროდ ეზოში საბავშვო მოედანზე არავინ იყო.