პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის ყველაზე სანდო გზაა – ლავროვი

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისრმა, სერგეი ლავროვმა, არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან, აჰმედ აბულ გეითთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი”. – ამბობს ლავროვი.