“”პანდემია არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გვეპატიება” – ქართული ოცნების დეპუტატი, ეკა სეფაშვილი პარლამენტის წევრის, ბექა დავითულიანის ინიციატივას აკრტიკიებს, რომლის თანახმადაც, უკანონოდ განთავსებული ჯიხურების მფლობელებს ჯარიმები უნდა ჩამოეწეროთ.
“უკანონოდ თუ დაიდგა რატომ არ უნდა დაჯარიმდეს? ოდესმე ხომ უნდა მოეღოს ბოლო ამ უკანონო ჩადგმებს? მაგრამ თუ პანდემიის საჭიროებებიდან გამომდინარე დაიდგა ეს ჯიხური, ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ და ამის გამო დაეკისრათ ჯარიმა, ამ გარემოებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვა მაქვს. ნებართვის მოთხოვნას არ უნდა დამატებითი ფინანსური რესურსები, ეს არის უბრალოდ განცხადების დაწერა, თუ ამაზეა საუბარი, ეს უპასუხისმგებლობა რატომ უნდა ვაპატიოთ? რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯონ ასეთი პირები, რადგან კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ დაცული უნდა იყოს”,- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.