“პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ-მეთქი, რომ ვახსენე, რა დასასრულიო, კომენტარი იყო. დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან ჰოსპიტალიზაცია, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. 800 ნაკლები ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტალში დღეს, ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო 1 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო – 7 შემთხვევა. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დადებითი ტრენდი შეგვიძლია აღვნიშნოთ თავდაჯერებულად და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს”

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.