“პანდემიის მართვა თითქმის ავტომატურ რეჟიმზეა”- განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
”ჩვენ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არის თუ არა ომიკრონი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც უკვე აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ომიკრონი დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, ისინი, რა თქმა უნდა, მომზადებულები არიან.
გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, თუმცა დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა თითქმის არის ავტომატურ რეჟიმზე, ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მუშაობს ეფექტურად.”- ამბობს ტიკარაძე.