პანდემიის მეორე ტალღა იწყება – გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავს სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ”,- ამბობს გახარია.

მანვე აღნიშნა, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროული და სწრაფი ნაბიჯები გადადგა.