პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ქვეყანამ პანდემიის პირველი ფაზა უკან მოიტოვა. თუმცა, მისივე თქმით, რომ გერმანია პანდემიის ჯერ ადრეულ ეტაპზეა და ქვეყანას პანდემიის პირობებში კიდევ დიდხანს იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 5 ივნისამდე გაგრძელდება, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება. ამუშავდება დიდი მაღაზიები, დასაშვები იქნება ოჯახების შეკრება. მაისის მეორე ნახევრიდან ბუნდესლიგის ლიგის თამაშები აღდგება, თუმცა მაყურებლის დასწრება აკრძალული იქნება.

ახალი წესების თანახმად, თითო მნახველის მიღების უფლება ექნებათ მოხუცთა თავშესაფრების მცხოვრებლებს.

ფედერალური მიწების მთავრობები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, როდის და როგორ გახსნან კინოთეატრები, რესტორნები და თეატრები.

ანგელა მერკელის თქმით, თუ ინფიცირებულთა რიცხვები გაიზარდა, შეზღუდვებს ისევ მიიღებენ.