პანიკა დათესეს გვარამიამ, მელიამ – ღარიბაშვილი სპეცრაზმის მობილიზებაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით და მას გამოგონილ ამბავს უწოდებს.

მისი მტკიცებით, ამ ინფორმაციის გავრცელება სამეგროლოს მოსახლეობის დაძაბვას ემსახურება.

“გუშინ ღამე თუ მიაქციეთ ყურადღება, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთ-ერთმა ყველაზე ბინძურმა პროვოკატორმა, გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა. არარსებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ, ჩემი დავალებით ვაპირებდით სპეცრაზმის გაგზავნას სამეგრელოში, სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებაზე.

ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში არის დამთავრებული, აქ რევოლუციას და არეულობას ვერავინ ვერ მოაწყობს.  ეს უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, იმას, რომ დაძაბონ სამეგრელოს მოსახლეობა”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.