პანიკის საფუძველი არ არსებობს – გიორგი გახარია

“პანიკის საფუძველი არ არსებობს ” –  პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ჩვენ სრულად ვფლობთ და ვმართავთ სიტუაციას”, –  განაცხადა პრემიერმინისტრმა.

დღევანდელი დღისმონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-თ გაიზარდა.