პანკისში დაკავებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასმართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა.
ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა დეტალებზე ვერ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. საქმეზე პირველი არსებითი სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება.
პანკისში დაკავებული 5 პირი ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანდა და გეგმავდა სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. გარდა ამისა, სუს-ის ინფორმაციით, ისინი ქუჩაში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას.