საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონის საკითხის განსახილველად ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდა, სადაც სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ასევე მივიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, UNICEF-სა და World Vision-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში პანსიონში ვითარების შესასწავლად იმყოფებოდნენ. საპატრიარქოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიაც.
შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა როგორც ცნობილია, მონაწილე მხარეები მედიასთან კომენტარს შეხვედდრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.