“ტექნიკურად წარმოდგენილი არის ეს [ვეტოს] პროექტი. ერთი რამე არის მნიშვნელოვანი. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს, რომ ეს კანონი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან, ეს აჩვენებს ამ კანონის ქართულობას.
[…]იცით, რომ ვეტო შემოსული არის. დღეს ბიუროს მეშვეობით გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტი განიხილავს და შემდეგ სასესიო კვირაში [დაიძლევა]”
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.