საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. ამის შესახებ, მმართველი გუნდის, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიზემ პოზიტიურად და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაბასა. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა კი პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე კვლავაც გაგრძელდება.
“ძირითადი საკითხი იყო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხი და ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ იქნება ორი მოადგილე პროფესიული და ოპოზიციის მიერ დასახელებული. იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი შეასრულებს მის მოვალეობას”, -თქვა შალვა პაპუაშვილმა.
“დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულმა ოცნებამ გადმოდგა რიგი შემხვედრი ნაბიჯები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ვაყენებდით და ეს პოზიტიური განვითარებაა. ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.