ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და ევროპული საქართველო მიმართულია, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ.
ის ოპოზიციას მოუწოდებს, ორშაბათს, სამუშაო დღეს პარლამენტში შევიდნენ.
“ამ 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან პირიქით, ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი, ხან მეორე.
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი, მათ პატივი უნდა სცენ მანდატს, რომელიც მათაც მიიღეს და ის უნდა განხორციელონ პარლამენტში. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ სულყველა, დღეს კვირა დღეა, დასვენების დღე, ხვალ ორშაბათი სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში,“- განაცხადა პაპუაშვილმა.