„შალვა პაპუაშვილს ვერ გაურკვევია ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაშია, იმიტომ რომ მან ღიად გვითხრა, რომ მისდევს „დროას” და “გირჩის”(„გირჩი – მეტი თავისუფლება“) ტაქტიკას და აკეთებს, mona.ge-ს ანალოგს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ეს არის რეპრესიების დაანონსება. ეს არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის გაცხადებული ქრონიკა. როგორ დასრულდება ეს, ძალიან კარგად დაინახავს როგორც შალვა პაპუაშვილი, ასევე “ქართული ოცნება”, მაგრამ ნამდვილად დასაცინები არიან, როდესაც “დროას” და “გირჩის” ტაქტიკას მიჰყვებიან და ამ დროს არიან ხელისუფლებაში. ბრავო, შალვა, ნამდვილად სასაცილოა და დასაცინები ხართ,”

ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.