პაპუაშვილმა 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერების წერილს უპასუხა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლატვიის, საფრანგეთის და პოლონეთის პარლამენტის სპიკერების წერილს უპასუხა და მოუწოდებს მათ, გამოიძიონ EED-ის (ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის) საქმიანობა საქართველოში, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად სწორედ ამ ქვეყნების გადასახადების გადამხდელების მიერ ფინანსდება.

“ჩვენ ვპოულობთ მრავალ ჩრდილოვან სქემას, რაც ხელს უწყობს პოლარიზაციას, აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ორგანიზაციებს ამგვარი ორგანიზაციების საშუალებით. მსგავსი პრაქტიკა ევროპული ღირებულებების უხეში დარღვევაა” – წერს შალვა პაპუაშვილი.