პარალელურად მიშა, პერპენდიკულარულად – მშია — უცნობი სააკაშვილის ბანერზე

გია გაჩეჩილაძემ პარლამენტთან გამართულ აქციაზე აჩვენა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერი და თქვა, რომ მასზე მიშასთან ერთად წერია “მშია”.

გაჩეჩილაძის აზრით, მოშიმშილე სააკაშვილის მხარდაჭერებს “თავისივე ბედისწერა დასცინით”.

“გუშინ რომ ვათვალიერებდი Facebook-ს, ამომივარდა ეს დროშა. პირველი მთავარი ფორმულა თუ იცით რა არის საქართველოში? პარალელურად მიშა და პერპენდიკულარულად – მშია. თქვენ თვითონ შეხედეთ იმას, რაც თვითონ გააკეთეს. წარმოიდგინეთ, ანუ თვითონ თავისივე ბედისწერა დასცინით ამ ადამიანებს და ვერ ხვდებიან ამას, რომ ეს დროშა არის როგორც მიშა, ასევე მშია. ეს არის ამათი უბედურება. წარმოიდგინეთ, რომ მუშაობ რაღაცაზე, დროშაზე მუშაობ, Free მიშას იძახი და ამ დროს მე წავიკითხე, როგორც Free მშია. ესე იგი თავისუფლებისთვის შია”. – თქვა გაჩეჩილაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის წინ უცნობის ორგანიზებული აქცია იმართება. მისი სლოგანია “არ აგარევინებთ”.