თითქმის 2 წლიანი გამოძიების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიის გაქურდვა ქართულ მაფიოზურ კლანს, სახელად „Vory v Zakone”, უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მაღაზიები დიდ ფინანსურ დანაკარგს არ განიცდიან, თუმცა ქართული მაფიოზური კლანის ქმედებები კარგად დაორგანიზებულია.
ფრანგული მედიის ცნობით პარიზის სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა Parly 2, Galeries Lafayette და Carré Sénart–იც კი, ბოლო წლებში ქურდობის რაოდენობა გაიზარდა. საქმეში ჩართულები არიან არა მხოლოდ წვრილმანი ჩვეულებრივი ქურდები, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს, ტყავის ნაწარმს ან კოსმეტიკურ საშუალებებს იპარავენ, არამედ ქართული მაფიოზები, რომლებიც კანონიერი ქურდების სახელით არიან ცნობილი.
პარიზის პროკურატურამ სასამართლოს 35 პირის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა, “დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობისა“ და დანაშაულებრივ გაერთიანებასთან კავშირის ბრალდებით.
ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს, რომ “ქართული მაფიოზური კლანი „Vory v Zakone” იერარქიული ორგანიზაციაა და ჯგუფის ლიდერები ,,ქურდები“. ჯგუფის ლიდერებს ჰყავთ ე.წ. “მაყურებლები” რომლებიც უბნებს აკონტროლებენ და ფულს უგროვებენ ლიდერებს “ობშიაკისთვის”. ამის სანაცვლოდ “მაყურებლები” ქართველი მაფიოზების მხარდაჭერას იმსახურებენ თუ მათ პოლიციასთან პრობლემები შეექმნებათ”
პარიზის პროკურატურია ორ წელიწად ნახევარია გამოძიებას ატარებს. 14 ეჭვმიტანილი 2017 წლის ნოემბერში პარიზის ერთ–ერთ რაიონში დააკავეს. ძირითად ოპერაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურმა სამმართველომ და პარიზის სასამართლო პოლიციის ფინანსური გამოძიების ბრიგადამ ჩაატარა.