თბილიის მერიის ინფორმაციით, მუციპალურ ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე ტექნიკური სამშაოების გამო შეფერფებით მუშაობს ზაონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა. მერია აცხადებს, რომ სისტემის გამართულად ამუშავებამდე მოქალაქეები არ დააჯარიმდებენ.
“თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მიმდინარეობს სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რის გამოცაა გამოწვეული ტექნიკირი ხარვეზი რომლის დროსაც იარსებებს საშეღავათო პერიოდი და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ დაჯარიმდებიან”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.