პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებასა და აბონემენტების შემოღებას და ამბობს, რომ ერთიანად 250 ლარს 1-წლიანი აბონემენტისთვის თავადაც ვერ გადაიხდიდა.
მისივე განცხადებით, მგზავრობის ფასის ზრდა “მარშუტკებმა” გამოიწვია.
“მიდით, აბა, გადაიხადეთ 250 ლარი, პარლამენტის წევრი ვარ და ვერ გადავიხდი ერთბაშად 250 ლარს, ახალი წელი მოდის და ყველა კაპიკს ფასი აქვს.
კალაძის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული არის, რომ “მარშრუტკები” დატოვა. მაფიოზია ერთი, მაქაცარია, რომლისაც არის “მარშრუტკები”. სამარცხვინო ტრანსპორტია, რომელსაც გაჩერება არ აქვს ფიქსირებული. გამიჩერეთი რომ დადის. შანსი ჰქონდათ, რომ გაეწყვიტათ კონტრაქტი და მუნიციპალური ავტოუსები ყოფილიყო. […]
რა მუნიციპალური ტრანსპორტია დღეს თბილისში? – მეტრო, ავტობუსები და მარშრუტკება, ეს მარშრუტკები აფუჭებს ყველაფერს. მარშრუტკების გამო არის, რომ გაძვირდა ეს ამბავი, ხალხმა რომ იცოდეს. კი ამას ხარჯი აქვს, ვერანაირად მოგებაზე ვერ არის, მაგრამ სტრატეგიის ამბავია.
პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა გაორმაგდება. გილოცავთ! წინასაახალწლოდ ძალიან მაგარია ეს ამბავი”,– ამბობს ის პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 90-წუთიანი აბონემენტი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი აბონემენტი – 250 ლარი.