პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა
მომიტინგეებმა საპროტესტო ბანერების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და “დაუმორჩილებლობის ბრალდებით” დააკავა.
ერთ-ერთი დაკავებული, აქტივისტი თაკო კურატიშვილია – მას ხელში ბანერი ჰქონდა, წარწერით “ანწუხელიძე უკვდავია”.