პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული – შსს

პარლამენტთან აქციაზე 20 პირია დაკავებული – ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

20-ვე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.