პარლამენტთან გუშინ დაკავებული 4 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

გუშინ პარლამენტის შენობასთან დაკავებული ოთხი აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მათი პროცესი 15 დეკემბრამდე გადაიდო. ადვოკატებმა მტკიცებულებათა გასაცნობად დრო მოითხოვეს.

“ადვოკატებმა დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ სასამართლო გადადებულიყო გონივრული ვადით იმ საფუძვლით, რომ გავცნობოდით წარმოდგენილ მტკიცებულებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეოფირები. ჩვენ ამისთვის გვჭირდება დრო. ამ საფუძვლით 4 დაკავებული გათავისუფლდა დარბაზიდან და შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 15 დეკემბერს”. – თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

5 დეკემბერს რუსუდან მჭედლიძე, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი პარლამენტთან, დროებით ღობეზე სტენსილების დახატვას და საბჭოთა სიმბოლიკის დამაგრებას ცდილობდნენ. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.