პარლამენტთან დააკავეს 2 ადამიანი, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული აშშ-ს მოქალაქეა.