„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წინ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 15-მდე ადამიანი დააკავეს.
„კანონი ამის უფლებას გვაძლევს. აბსოლუტურად უკანონო, რუსული მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ციხეში წაიყვანონ, მაგრამ ფაქტია, არავის ეშინია“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, აქტივისტები, რომლებიც რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ, დღეს კარვის გადმოტანას პარლამენტის წინ აპირებდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.