პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციელებმა აღმართეს

პარლამენტის წინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოგლეჯილი ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციამ აღმართა. მანამდე,  საკანონმდებლო ორგანოსთან, სიმბოლურად დროშა სტუდენტებმა მიიტანეს.

შეგახსენებთ, პრორუსმა რადიკალებმა “ალტ-ინფოს” წევრებმა დღეს ევროკავშირის დროშა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს, ფეხებით შედგნენ, შემდგ კი დაწვეს.