პარლამენტთან ვითარება იძაბება – პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებას თხოვს

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება იძაბება, პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებს, გზის სავალი ნაწილის დაცლას თხოვს, რათა აღდგეს სამანქანო მოძრაობა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, ქალაქში მოძრაობა შეზღუდულია, გზის გახსნის საჭიროებაც კი არ არსებობს.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.